თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ქართველი და ევროპელი ხელოვანების გამოფენა - „ქალაქი ბუნების პირისპირ“ გაიხსნა. პროექტის ინიციატორია ბათუმელი ხელოვანი ლაშა მახარაძეა, რომელიც რამდენიმე წელია მადრიდში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
გამოფენაში ესპანელი და სერბი ხელოვანებიც მონაწილეობდნენ. პროექტში გამოყენებულია ფოტოგრაფია, ფერწერა, კოლაჟი, გრაფიტი, ინსტალაცია, პროექცია. „ქალაქი ბუნების პირისპირ“ ფოკუსირდება ბუნებისა და ქალაქის კონცეფციაზე. გამოფენა 3 ივნისს დაიხურება.