გუშინ გვიან ღამით კობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთასთან, ღია ავტოსადგომზე თვითმცლელი სანიაღვრე არხში ჩავარდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. სატვირთო ავტომობილი სანიაღვრე არხის სახურავზე გაჩერდა, რამაც, სავარაუდოდ სიმძიმეს ვერ გაუძლო. ავტომობილის მძღოლმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.