თურქეთის იზმირის პროვინციაში ტყის ხანძრის ლიკვიდაციას ქარი აფერხებს

03 ივლისი 2025, 10:09 263 ნახვა
00:00
00:00

იზმირის პროვინციის დასავლეთით მდებარე თურქეთის საკურორტო ქალაქ ჩეშმეში ხანძარი ღამითაც მძვინვარებდა. იზმირის გუბერნატორის თქმით, პრევენციული ზომების სახით, ტერიტორიაზე სამი დასახლებული პუნქტის ევაკუაცია მოხდა, დაიკეტა იზმირთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. 

ბოლო წლებში თურქეთის სანაპირო რეგიონებში გახშირდა ტყის ხანძრები, რადგან ზაფხული უფრო ცხელი და მშრალი გახდა, რასაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი