ყაზახეთში აჭარის მთავრობის ვიზიტი დასრულდა

30 მაისი 2016, 00:00 4057 ნახვა

ყაზახეთში ქართული კულტურის დღეები დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს ელჩმა ყაზახეთში შეხვედრები პოტენციურ ინვესტროებთან, სახელისუფლებო გუნდისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრაზე საქართველოში ყაზახური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ქართული მხარის ვიზიტის მიზანი საქართველოს, კერძოდ აჭარის რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ყაზახეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარება იყო. კულტურის დღეების ფარგლებში აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ საინფორმაციო სარეკლამო ღონისძიებაც დაიგეგმა. საქართველოს საელჩოსა და აჭარის მთავრობის ორგანიზებით სექტემბერში ბათუმი ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლებს, რომელშიც ყაზახი ინვესტორები მიიღებენ მონაწეობას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი