მოვარდნილმა წყალმა შუა მდინარეში სამგზავრო ავტობუსი გაჭედა

11 მაისი 2017, 00:00 8676 ნახვა

დილის 6 საათზე, სამაშველო სამსახურში დახმარების ზარი გოდერძის უღელტეხილიდან შევიდა. ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიმავალმა მიკროავტობუსის მგზავრებმა დახმარება ითხოვეს. გოდერძის უღელტეხილზე ლოდისძირის მდინარეზე გადასვლის დროს, უეცრად მოვარდნილმა წყალმა, შუა მდინარეში მოაქცია მგზავრებით დატვირთული სამგზავრო მიკროავტობუსი.

ადგილზე მობილიზებულმა ხულოს სახანძრო სამაშველოს ორმა ეკიპაჟმა და მძიმე ტექნიკამ, მგზავრები, მათშორის მცირეწლოვანი ბავშვები უსაფრთხოდ გამოიყვანა მდინარიდან.მაშველებმა ავტომომობილის გამოყვანაც მოახერხეს უსაფრთხო ადგილას. კადრები შემთხვევის ადგილიდან  მოქალაქემ მოგვაწოდა

 

ამავე კატეგორიაში