ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ”2030”-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა, ერთ-ერთი გადაღების დროს დუშეთში, მაშინ მოხდა, როდესაც ის მდინარეში ჩავარდნილი გადასაღები აპარატის ამოღებას ცდილობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, კოლეგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.