საღამო ცარიელ დარბაზში

08 მაისი 2017, 00:00 4956 ნახვა

“საუკუნის მკვლელობა” - ბათუმის საზაფხულო თეატრში ამ სახელწოდების სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ილია ჭავჭავაძის 180 წლისადმი მიძღვნილი წარმოდგენა საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისეულ და შემოქმედებით გზას ასახავდა. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი ბათუმის მერიის მიერ 5 ათასი ლარით დაფინასებული პროექტის ფარგლებში წარმოადგინა.

პროექტში გამარჯვებული ორგანიზაცია – ახალგაზრდა შემოქმედებითი გაერთიანება “ეროვნული იმპერატივია”. ორმოქმედებიანი წარმოდგენა თითქმის ცარიელ დარბაზში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ წარმოდგენის შესახებ მაყურებლის ინფორმირებულობა “ეროვნულ იმპერატივს” ევალებოდა. რატომ არ დაესწრო პრემიერას მაყურებელი? ორგანიზაციის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი