რუსეთის მორიგი იერიში უკრაინაზე - არიან დაშავებულები და დაღუპულები

25 მაისი 2025, 10:29 304 ნახვა
00:00
00:00

რუსებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს - დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავდა ათობით ადამიანი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა გასულ ღამეს უკრაინის ოლქებზე დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს.

ოკუპანტებმა თავდასხმების სერია განახორციელეს კიევის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებზე. მნიშვნელოვნად დაზიანდა სამრეწველო ობიექტები, საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში