დიდი ბრიტანეთი კოსოვოსა და სერბეთს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდებს

02 აპრილი 2025, 13:02 183 ნახვა
00:00
00:00

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ  კოსოვოს და სერბეთს მოუწოდა, მიაღწიონ მათი ურთიერთობების გრძელვადიან და მშვიდობიან ნორმალიზებას კოსოვოში ომის დასრულებიდან 25 წელზე მეტი ხნის შემდეგ. 

კოსოვოს პრეზიდენტთან ვიოსა ოსმანისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ლამიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კოსოვოსთან ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობას გააგრძელებს. მან მაღალი შეფასება მისცა კოსოვოში  ნატოს სამშვიდობო მისიას.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი