მინესოტაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

31 მარტი 2025, 09:45 222 ნახვა
00:00
00:00

მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა აშშ-ში. ინციდენტი მინესოტის შტატში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  თვითმფრინავი სახლის სახურავს დაეცა.

შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავს, რომლებმაც სოციალურ მედიაში გაავრცელეს ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები. 

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში