საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირი პატიმრობაში რჩება

29 მარტი 2025, 12:10 252 ნახვა

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ოთხი პირი - ორი პირი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვის ბრალდებით,  კიდევ ერთი პირი კი დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. კომისიის მორიგი სხდომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თემატიკას შეეხებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში