უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის მასირებულ იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა

29 მარტი 2025, 10:30 236 ნახვა

უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის მასირებულ იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაიჭრა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაჭრილებს შორის 27 წლის ორსული ქალია. 

რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე მასირებული თავდასხმა ორ ათეულზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით განახორციელეს.

დრონებით იერიშის შედეგად ცეცხლი გაჩნდა სარესტორნო კომპლექსში, ასევე კერძო სახლებში. დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები და ავტომობილები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში