თურქეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

26 მარტი 2025, 09:50 203 ნახვა

ანტისამთავრობო პროტესტი სტამბოლში გაიმართა გასული ღამითაც.  მომიტინგეებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ აქციებს  სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ.

დემონსტრანტები ანტისახელისუფლებო  ლოზუნგებს სკანდირებდნენ და  თეთრ ჩაფხუტიან სპეცრაზმელებს უპირისპირდებოდნენ.  გუშინ  რამადანის სამარხვო ტრაპეზის დროს ახალგაზრდების ჯგუფთან საუბრისას, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მათ მოუწოდა მოთმინებისა და საღი აზრისკენ. 

გასულ ოთხშაბათს ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტი იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტულ ჯგუფთან კავშირის  ბრალდებით დააკავა, რასაც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ  მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გადატრიალება უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში