საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა.
აშშ-ის დელეგაციაში შედიან სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორი, ასევე, უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკ უოლცის თანაშემწეები.
ერთი დღით ადრე ერ-რიადში ამერიკულ-უკრაინული კონსულტაციები გაიმართა.