სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის შემთხვევები გაზრდილია

01 მაისი 2017, 00:00 2387 ნახვა

სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაზე, 2017 წელს 16 საქმეა აღძრული. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

ოფიციალურ გვერდზე განთავსებული, რეგისტრირებულ დანაშაულებს სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს, საქმის აღძვრის შემთხვევები, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია.

ყველა საგამოძიებო უწყებიდან გამოთხოვილი მონაცემებით, გასული წლის მარტში, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაზე, 12 საქმე იყო აღძრული. წელს კი, ციფრი 33 პროცენტით გაიზარდა და გამოძიება 16 შემთხვევაზეა დაწყებული.

დღეს მსოფლიო მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მათ შორის საქართველო. აჭარის პროფკავშირებში ამბობენ, რომ საქართველოში, მშრომელთა უსაფრთხოება არაა დაცული და ისინი შრომითი ინსპექციის უფლებების გაძლიერებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, 2017 წელს, მხოლოდ აჭარაში, სამუშაოს შესრულების დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა. 

გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით სამუშაო ადგილზე 33 ადამიანი  დაიღუპა, მათ შორის 6  აჭარიდან იყო. 40 ადამიანი კი  დასახიჩრდა. 2017 წლის სტატისტიკა დამუშავებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში, აჭარაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 4 მუშა გარდაიცვალა.  

ამავე კატეგორიაში