საქართველოში, წლებია, შემოდის და ტრიალებს ფული, რომელიც ხმარდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებას, ცხადია, ფინანსური რესურსი სამართლიანად იქნა დაყადაღებული - ვატო შაქარიშვილი

17 მარტი 2025, 20:37 55 ნახვა

საქართველოში, წლებია, შემოდის და ტრიალებს ფული, რომელიც ხმარდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებას, გადატრიალების მცდელობებს, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ საქმიანობას, მათ შორის, ეს ფონდები პირდაპირ საჯაროდ მოუწოდებდნენ ადამიანებს დანაშაულის ჩადენისკენ და შემდეგ მათ ჰპირდებოდნენ კომპენსაციას თუ სხვაგვარ სამართლებრივ დახმარებას, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ადამიანები ყიდულობდნენ პიროტექნიკას თუ „მოლოტოვის კოქტეილების“ დასამზადებელ საშუალებებს.

„ამით წვავდნენ პოლიციელებს, გადაწვეს დედაქალაქი, დააზიანეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს სამართალდამცავებს. დაზიანდა უამრავი ადამიანი, ამას ხმარდებოდა ეს ფული და არც მალავდნენ იმდენად იყვნენ გათავხედებულები თავიანთი პატრონების მხრიდან. წლების განმავლობაში მათი დანაშაული დაუსჯელი რჩებოდა და კარგია, რომ იქმნება პრეცედენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანაში დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებსაც წლებია, აგენტურული ქსელი ახორციელებს, არ დარჩება რეაგირების გარეშე, მოხდება მისი სამართლებრივი შეფასება და კონკრეტული პირები მიეცემიან პასუხისგებაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი ქმედება, რომელსაც საგამოძიებო უწყებები მიმართავენ ჩვენი განცხადების საფუძველზე. ჩვენ მივაწოდეთ პროკურატურას უამრავი დოკუმენტი, ისეთი მასალები, რომლებიც სამოქალაქო პირმა შეიძლება მოიძიოს კანონის ფარგლებში. დანარჩენი უკვე იყო პროკურატურის პრეროგატივა და, როგორც ჩანს, არსებობდა მტკიცებულებები, რაც გახდა საფუძველი ამ ფონდების დაყადაღებისთვის. ჩვენ სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც გვქონდა აქცენტები ჩვენს გამოკითხვაში. ეს არის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ის ფონდები და ის დამფინანსებლები, რომლებიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის არაერთმა წარმომადგენელმა გამოაცხადა კრიმინალურ ორგანიზაციებად, მათ შორის, ისინი დგანან საქართველოში არსებული ჯგუფების უკან. ყიდულობდნენ აირწინაღებს, პიროტექნიკას, ახდენდნენ წინა ხაზზე მყოფი ადამიანების პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფას, რაც ნიშნავდა იმას, რომ იდგნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული შეტევის უკან. ცხადია, ეს ფინანსური რესურსი სამართლიანად იქნა დაყადაღებული“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი