მკვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ერთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა ერთი კი დაიჭრა, გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია 58 წლის ბიზნესმენი. თვითმხილველების ინფორმაციით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე თქმით 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.