ბათუმს, ხელვაჩაურსა და ქობულეთის გაზის მიწოდება შეუწყდა

11 მარტი 2025, 12:08 920 ნახვა

ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ასი ათას აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა. მიზეზი სოფელ ცეცხლაურში მთავარი მაგისტრალური მილის დაზიანებაა.

,,სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას'' ინფორმაციით, გაზსადენზე სამუშაოები მიმდინარეობს და გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ დილიდან უნდა დაიწყოს და სამი დღის განმავლობაში დასრულდება.

გაზსადენის დაზიანების გამო  ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდა ასევე გურიის ნაწილს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში