აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში მუზეუმის ფონდებიდან მე - 19 საუკუნის ლამპების კოლექცია გამოფინეს

11 მარტი 2025, 20:08 207 ნახვა

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში მუზეუმის ფონდებიდან მე - 19 საუკუნის ლამპების კოლექცია გამოფინეს. გამოფენაზე უცხოური წარმოების ლამპები: გერმანული - ,,მატადორი’’ ,,კოსმოს ბრენერი’’, სპარსული -,, მზის გამავრცელებელი“ და ფარნებია წარმოდგენილი .
გამოფენის გახსნაზე დოკუმენტური ფილმი „ძველი ბათუმი ასი წლის წინ“ აჩვენეს. მუზეუმში შეკრებილებმა ბათუმის ქუჩებში პირველი განათების გამოჩენის ისტორია გაიხსენეს და ისაუბრეს სინათლის როლსა და მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში