საპროტესტო აქცია ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. მათ შორის ბათუმში. აქციის მონაწილეები დღეს, ისევ შეიკრიბნენ მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ისევ გაახმოვანეს მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებამდე საპროტესტო ტალღის შეწყვეტას არ აპირებენ. მოთხოვნებს შორისაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.