არგენტინაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. რვა საათიანმა უწყვეტმა ნალექმა გაანადგურა გზები და ხიდები, დაიტბორა შენობები და ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
1450-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება, მათ შორის საჭირო გახდა საავადმყოფოდან ახალშობილი ბავშვების ევაკუაცია.
ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.