სირიის ახალი მთავრობა ქვეყანაში ყველაზე საშინელი ძალადობის აღკვეთის პირობას დებს

10 მარტი 2025, 10:50 218 ნახვა

სირიის ლიდერმა პირობა დადო, რომ დაადგენს ძალადობებში მონაწილე ყველა პირს, რომლებიც გაქცეული პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერები ქვეყნის ახალ სამთავრობო ძალებს  დაუპირისპირდნენ.

სირიის ტელევიზიით  და სოციალურ მედიაში გავრცელებულ მიმართვაში აჰმედ შარაამ ასადის მხარდამჭერები და უცხო ძალები ქვეყანაში არეულობის გაღვივებაში დაადანაშაულა.

შეტაკებები, რომლის შედეგად ომის მონიტორინგის ჯგუფის თქმით, უკვე დაიღუპა ათასი ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, მეოთხე დღეა გრძელდება ზღვისპირა რეგიონში. სირიელი ქურთების შეიარაღებული ჯგუფის მეთაურმა მომხდარში  თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური დაჯგუფებები დაადანაშაულა.

თურქეთს წაყენებულ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. სირიის ახალი მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შექმნის დამოუკიდებელ კომიტეტს ორივე მხარის მიერ შეტაკებებისა და მკვლელობების გამოსაძიებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში