ტრამპს აშშ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი აქვს

10 მარტი 2025, 11:09 116 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დადებით შედეგებს ელის საუდის არაბეთში აშშ-ის უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ თითქმის გააუქმა უკრაინისთვის დაზვერვის მონაცემების გაცვლის აკრძალვა  და განიხილავს სხვადასხვა სატარიფო ზომას რუსეთის წინააღმდეგ.

ტრამპმა ისაუბრა ასევე იმ  შეშფოთებაზე, რომელიც  ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო გაჩნდა, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი, ჩინეთი და ირანი.

ტიკ-ტოკთან დაკავშირებით, ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ოთხ განსხვავებულ ჯგუფთან ჩინეთის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის პლატფორმის გაყიდვის შესახებ და აღნიშნა, რომ ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე.

ტიკ-ტოკის მომავალი გაურკვეველია მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ამოქმედდა კანონი, რომელიც ავალდებულებს მის მფლობელს გაყიდოს პლატფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აიკრძალება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში