ეს არის ისტორიული ფაქტი და შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი - ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის გადაიარაღების გეგმაზე

09 მარტი 2025, 21:09 137 ნახვა

ჩვენს ირგვლივ სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. გეოპოლიტიკური ძვრები არყევს ალიანსებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

პრესკონფერენციაზე, სადაც 2024-2029 წლების კომისიის მუშაობის პირველი 100 დღე შეაფასა, ფონ დერ ლაიენმა, ასევე, აღნიშნა, რომ ათწლეულების წინანდელი უტყუარობა იშლება, იმ ფონზე, როდესაც ევროპის საზღვრებთან, ჯერ კიდევ, სასტიკი ომი მძვინვარებს.

„ტურბულენტური დროის მიუხედავად, ეს კომისია ეფექტურად მუშაობს. პირველივე დღიდან ჩვენ დავრჩით იმ კურსზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში და რომელიც სამ საყრდენს ეფუძნება - კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. მანდატის მიღებიდან 100 დღის შემდეგ, მხარს ვუჭერთ ევროპულ არჩევანს პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა ევროპის გადაიარაღების გეგმამ, რომელიც 800 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვის პაკეტია, ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.

„მიმდინარე კვირამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოუტანა ევროპის გადაიარაღების გეგმას (REARM Europe) - 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის - ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი. მთელი ძალით წავწევთ წინ REARM Europe-ის გეგმას. მის უკან მდგომი იდეაა: ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სრული პოტენციალი კონკრეტული საფრთხეების წინაშე და თუ შევძლებთ გავერთიანდეთ სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია ან კანადა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში