გერმანიაში აეროპორტების თანამშრომლები ხელფასების გაზრის მოთხოვნით გაიფიცნენ

10 მარტი 2025, 13:58 114 ნახვა

გერმანიის 13 უმსხვილეს აეროპორტში 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო. მასში აეროპორტის სხვადასხვა სამსახურების და უსაფრთხოების თანამშრომლები მონაწილეობენ. გაფიცვა დაიწყო ბერლინის, შტუტგარტის, კიოლნის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, მიუნხენის, ჰამბურგის, მაინის ფრანკფურტის, ჰანოვერის, ბრემენის და ლაიფციგის აეროპორტებში.

ვეცეს და კარლსრუეს აეროპორტებში გაფიცვაში მხოლოდ უსაფრთხოების მუშაკები მონაწილეობენ, რომლებიც კონტროლის ზონაში მგზავრებს და ბარგს ამოწმებენ.

აეროპორტების პროფკავშირი ანაზღაურების 8%-ით გაზრდას მოითხოვს, ასევე ითხოვს მძიმე შრომისთვის ბონუსების გაზრდას და თანამშრომლებისთვის მეტი დასვენების დღეების უზრუნველყოფას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში