ევროკავშირი უკრაინას 30.6 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს

07 მარტი 2025, 11:01 166 ნახვა

ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს უკრაინას 30 მილიარდ ევროზე მეტს გამოუყოფს. დასკვნას მხარი ევროკავშირის 26-მა სახელმწიფომ დაუჭირა.

გაერთიანებაში აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ფართო გავლენა აქვს ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კი ევროპულმა საბჭომ 5 ძირითადი პრინციპი განსაზღვრა.

„უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები უკრაინაზე“ - წერია დოკუმენტში და ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ზავი ან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესის ფარგლებში. რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერის საკითხს, ევროპული საბჭო მიესალმა ამ მიმართულებით მიესალმა წევრი სახელმწიფოების მზადყოფნას.

ევროპული საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ „თავდაცვის უნარის მქონე უკრაინა ნებისმიერი მომავალი უსაფრთხოების გარანტიების განუყოფელი ნაწილია“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში