ამერიკელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა კონგრესში პრეზიდენტის 90 წუთიანი გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი „პარალელური სამყაროს“ შექმნაში დაადანაშაულა. სანდერსმა გააკრიტიკა ტრამპი იმის გამო, რომ იგი ნაკლებად შეეხო რეალურ პრობლემებს, რომლებიც აქვთ აშშ-ის მუშათა კლასის ოჯახებს, როგორიცაა ცხოვრების გაზრდილი ხარჯები და კლიმატის ცვლილება.
"ამ გამოსვლაში ძალიან ცოტა სიტყვა იყო ნახსენები ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ, იმაზე, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში", - თქვა სანდერსმა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არის მილიარდერების კლასის მთავრობა მილიარდერების კლასისთვის. მათი რიტორიკის მიუხედავად, ეს არის მთავრობა, რომელიც ნაკლებად იზრუნებს რიგით ამერიკელებზე და ჩვენი ქვეყნის მშრომელ ოჯახებზე” - ამბობს ამერიკელი სენატორი.