ჩინეთი მზადაა აშშ-ის პრობლემები კონსულტაციებისა და დიალოგის გზით მოაგვაროს, მაგრამ არ მოითმენს მუქარას და ზეწოლას- განუცხადა ჩინეთის პარლამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
დონალდ ტრამპმა მთელ ჩინურ იმპორტზე 10%-იანი ტარიფის გაზრდის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რამაც აიძულა პეკინი საპასუხო ტარიფებით ეპასუხა და ვაშინგტონის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დავა წამოეწყო.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები ძალაში დღეიდან შევიდა. კანადა საპასუხო ტარიფების დაწესებით იმუქრება.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ტარიფების ომი მექსიკასთან გამოწვეულია როგორც უკონტროლო მიგრაციით, ასევე ფენტანილის შედინებით შეერთებულ შტატებში.
რაც შეეხება კანადას და ჩინეთს, ამ შემთხვევაშიც საუბარია აშშ-ში ფენტალინის შედინებაზე.