პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო

04 მარტი 2025, 13:56 95 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი ჯამშიდ ხოჯაევი და ტაშკენტის მერი შავკატ უმურზაკოვი დახვდნენ.

მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის
შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან.

ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში