ხულოში, სოფელ საციხურში ​მეჩეთი დაიწვა

04 მარტი 2025, 10:14 153 ნახვა

ხულოში, სოფელ საციხურში დაიწვა მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სოციალურ გვერდზე გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში