აშშ მექსიკის საზღვართან დამატებით 3000 სამხედროს განათავსებს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი არალეგალ მიგრანტთა ნაკადისა და ნარკოვაჭრობის შეჩერებაა.
პენტაგონის ცნობით, ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ დეპორტაციის ოპერაციებში, მათი ამოცანა იქნება აღმოაჩინონ და მონიტორინგი განახორციელონ უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკული საშუალებების გადატანის შემთხვევებზე, ასევე ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური მხარდაჭერა გაუწიონ და დაეხმარონ ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და მესაზღვრეებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკანონო მიგრაციასთან და ნარკოვაჭრობასთან ბრძოლა თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დაიწყო.