თუკი არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომით თამაშობს, ნუ ეძებთ მას კიევში, ეძებეთ მოსკოვში - ემანუელ მაკრონი

02 მარტი 2025, 10:49 195 ნახვა

თუკი არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომით თამაშობს, ნუ ეძებთ მას კიევში, ეძებეთ მოსკოვში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინია, ვინც მესამე მსოფლიო ომით თამაშობს და არა ვოლოდიმირ ზელენსკი.

„თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომით თამაშობს, მისი სახელი ვლადიმირ პუტინია. სწორედ მან დაიწყო აგრესიის ომი სამი წლის წინ და სწორედ მან ჩამოიყვანა 10 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო ევროპულ მიწაზე. მან მოიპოვა ირანული დრონები ევროპულ მიწაზე გამოსაყენებლად, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვულ პროგრამაში დაეხმარა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს კავშირები კიდევ უფრო გაზარდა და ჩართო ჩინეთიც, შესაძლოა, მის საწინააღმდეგოდ, ორმაგი დანიშნულების მასალებით. ასე რომ, თუკი არსებობს პიროვნება, რომელიც გვემუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომით თამაშობს, ნუ ეძებთ მას კიევში, ეძებეთ ის მოსკოვში“, – განაცხადა მაკრონმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი