საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. ოკუპანტმა ხარკოვზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი.
ასევე დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო კომპლექსი და სამედიცინო დაწესებულებები. ეს ბოლო ორ დღეში ხარკოვზე მიტანილი მეორე იერიშია. ერთი დღით ადრე, ხარკოვის ენერგოსისტემაზე თავდასხმის დროს 12 ადამიანი დაშავდა.