უკრაინის პრეზიდენტი დღეს აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ინფორმაცია დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას დაადასტურა.
ტრამპის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე გაიმართება და ისინი ხელს მოაწერენ შეთანხმებას სასარგებლო წიაღისეულის შესახებ, რომელიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, საფუძველს ჩაუყრის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მდგრად სამომავლო ურთიერთობებს.