კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დიდთოვლობის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

26 თებერვალი 2025, 17:08 99 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დიდთოვლობის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სააგენტოს რეგიონული მონიტორინგის ჯგუფები მობილიზებულნი არიან და მუდმივად უკავშირდებიან შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა თავიდან იქნას აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების რისკი.

ამ დრომდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ფაქტი არ გამოვლენილა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი