დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული - საქართველოს მთავრობა

26 თებერვალი 2025, 15:01 296 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე. აღნიშნავენ, რომ უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა.

დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში