ქობულეთის სოფელ ხუცუბანში თოვლში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

25 თებერვალი 2025, 15:01 348 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში თოვლში გაყინული, გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

ქობულეთის მერმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

ლევან ზოიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს შეისწავლის შესაბამისი ორგანოები და დადგინდება რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი,მეზობელთან იყო გადასული, ღამით სახლში არ დაბრუნდა დილით კი მეზობლებმა ჭიშკართან თოვლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში