აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

25 თებერვალი 2025, 09:00 87 ნახვა

მცირე ზომის კერძო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა ტეხასის შტატში. ავარია აზლის მახლობლად მოხდა, რის შედეგადაც ორივე მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა. ავარიისა და გაჩენილი ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო მომხდარ ინციდენტს იძიებენ.

ამბობენ, რომ პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლი ახლომდებარე აეროდრომიდან აფრენის შემდეგ დაკარგა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში