ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე შიიტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შეიარაღების საწყობი დაბომბა. ლიბანური ტელეარხის ალ-მანარის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა საწყობებში, სადაც საწვავი ინახებოდა. ავიაიერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.