ტრამპი პუტინს თვის ბოლომდე შეხვდება

19 თებერვალი 2025, 11:50 200 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამ თვეში შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და უარყო უკრაინის შეშფოთება საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების გამო, რომელიც  უკრაინის ომის დასრულების საკითხს ეძღვნებოდა. ”ალბათ”, - ასეთი იყო  ტრამპის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე - ელოდება თუ არა პუტინთან შეხვედრას თვის ბოლომდე.

ტრამპმა  ისაუბრა რიადში გამართული მოლაპარაკებების  შესახებ, რომელზეც  აშშ-ის დელეგაციამ რუსეთთან სამუშაო დიალოგი გამართა. მან გვერდი აუარა უკრაინის შეშფოთებას შეხვედრის მიღმა დატოვების შესახებ და თქვა, რომ კიევს მოსკოვის შეჭრის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან შეთანხმების მიღწევა სამი წლის წინ შეეძლო. 

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.  აშშ პრეზიდნეტმა  აღნიშნა,  რომ არ დაუპირისპირდება ევროპელებს, თუ მათ სურთ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში