ზელენსკიმ საუდის არაბეთში ვიზიტი 10 მარტამდე გადადო

19 თებერვალი 2025, 10:01 222 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთში დაგეგმილი  ვიზიტი გადადო, რადგან რიადში აშშ-ი რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარე არ იყო წარმოდგენილი. თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას, ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოლაპარაკება არ გაიმართოს უკრაინის "ზურგს უკან".  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთმა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი იქნება შესაბამისი ადგილი ნებისმიერი შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი, უკრაინა და შეერთებული შტატები.

ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას, ერდოღანმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო დიპლომატიური ინიციატივა უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შესახებ სამი წლის წინ კონფლიქტის დაწყების შემდეგ თურქეთის პოლიტიკას ემთხვეოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში