საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის პირველ აპრილამდე განხორციელდება

17 თებერვალი 2025, 17:48 162 ნახვა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის პირველ აპრილამდე განხორციელდება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

პროექტის მიხედვით, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა. კანონპროექტის მიხედვით, ბიუროს უფლებამონაცვლედ მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება. ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით კი მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან ათი დღის ვადაში უნდა შექმნას.

პროექტით, ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია - ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში