უკრაინა-რუსეთის ომის გარშემო მოლაპარაკებები საუდის არაბეთში გაიმართება

16 თებერვალი 2025, 11:45 326 ნახვა

ტრამპის ადმინისტრაციის წევრები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დასაწყებად. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლები გაემგზავრებიან საუდის არაბეთში, მათ შორის არ იქნება კიტ კელოგი.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. კელოგის განცხადებით, ჯერ  ადრეა იმის თქმა, თუ როდის იქნება მზად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ 25 დღეა, ხელისუფლებაშია. ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად, მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩართვა მოლაპარაკებებში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში