საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მიხეილ ყაველაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარსა და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, - წერს პრეზიდენტი.