ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, უკრაინა ყველა პროცესში ღრმად ჩაერთოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
,,კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა, პუტინმა იცოდეს, რომ ეს არის დასასრული, რომ ის ვეღარასოდეს შეეცდება უკრაინის ნაწილის ხელში ჩაგდებას“, - აცხადებს რუტე.