მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

13 თებერვალი 2025, 10:44 117 ნახვა

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მერიის ინფორმაციით, უკვე  დასრულებულია სანიაღვრე სისტემისა და  კოლექტორების მოწყობა.

გარდა ამისა, აგებენ არმირებულ ბეტონს. მოეწყობა ასფალტის საფარი, საფეხმავლო ბილიკები და გარეგანათების ქსელი.  

პარალელურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ორსართულიანი, ენერგოეფექტური შენობა 4 ჯგუფზეა გათვლილი, რაც ჯამში 120-მდე აღსაზრდელს დააკმაყოფილებს.

ბაღის მიმდებარედ მოეწყობა რეკრეაციული სივრცე სპორტული მოედნით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში