დაპირისპირება არგენტინაში საპროტესტო აქციაზე

13 მარტი 2025, 12:10 114 ნახვა

არგენტინაში პენსიონერებსა და რამდენიმე საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დედაქალაქ ბუენოს-აირესში კონგრესის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს შეტაკება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პენსიის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა მოგვიანებით მშვიდობიანი დემონსტრაცია, ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეტაკებები მაშინ დაიწყო, როცა ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ჯგუფი პენსიონერთა მხარდასაჭერად აქციას შეუერთდა და პოლიციამ შექმნა კორდონი, რათა მათი კონგრესისკენ წინსვლა დაებლოკა. ცნობისთვის, ბუენოს-აირესში პენსიონერები, პენსიის გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს ყოველ ოთხშაბათს რამდენიმე კვირაა მართავენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში