შეწყდება თუ არა უკრაინა-რუსეთს შორის საომარი მოქმედებები 30 დღით - ცეცხლის შეწყვეტას უკვე დათანხმდა კიევი, რუსეთის დარწმუნებას ამერიკული დელეგაცია მოსკოვში ცდილობს. ამერიკის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკვე მოსკოვშია.
ამ დრომდე უცნობია შედგა თუ არა მოლაპარაკებები ან როდის გაიმართება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსეთს არ სურს უკრაინასთან დროებითი ზავი და ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო მოქმედების იმიტაციას ქმნის, მოცემულ სიტუაციაში არავის სჭირდება - ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის.