ამერიკული დელეგაცია მოსკოვშია. სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ამჯერად რუსეთში გაიმართება. ამერიკულ დელეგაციას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობს. რას უპასუხებს კრემლი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას და როგორი იქნება ნაბიჯები რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ამერიკის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ რუსეთი მშვიდობას დათანხმდება და მას არ მოუწევს მოსკოვისთვის გამანადგურებელი ეკონომიკური სანქციების დაწესება. რაც შეეხება მოსკოვის პოზიციას, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს არ სურს უკრაინასთან დროებითი ზავი და ის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით არის დაინტერესებული.