თემურ ქათამაძე 25-ე დღეა შიმშილობს

10 თებერვალი 2025, 10:09 113 ნახვა

რა ტიპის სამედიცინო გამოკვლევები უტარდება ბათუმის აქციების მედროშედ ცნობილ  თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? უფლებადამცველები ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შს სამინისტრო ინფორმაციას არ აწვდის. თემურ ქათამაძე  უკვე 25-ე დღეა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულს უჭირს გადაადგილება და თვალსაჩინოა წონის კლებაც.

თურქეთის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი თემურ ქათამაძე შსს-მ მიმდინარე წლის  ჯერ 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით 5 დღით,  შემდეგ კი 16 იანვარს ხელახლა დააკავა. მისი ქვეყნიდან გაძევების საქმის განხილვამდე, იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ცენტრში მოთავსებისთანავე ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში